დასრულებული
10.09.2026
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების ფორუმი
რუსთავში, საქართველოში პირველად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების" ფორუმი გაიმართა. ფორუმში რუსთავის ბინათმესაკუთრეთა 778-მა ამხანაგობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ფორუმის ფარგლებში, „რუსთავის კორპუსის" მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების საპრეზენტაციო ბანერები და პავილიონები მოეწყო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების მიზნით, მონაწილეებს მიმდინარე რეფორმები და კორპუსების განვითარების ახალი კონცეფცია წარედგინათ. ფორუმი მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი პრიორიტეტების გამოკვეთას, მოსახლეობის ჩართულობის ზრდას, დაფინანსების მოპოვებასა და არსებული სერვისების მეტად გაუმჯობესებასა და განვითარებას. ერთ-ერთი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, რუსთავში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება იგეგმება, კერძო ბიზნესთან თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. ბიზნესთან თანამშრომლობა, კი კონკრეტული კორპუსის მოსახლეობას, ამხანაგობის განვითარების და კორპუსში არსებული საცხოვრებელი პირობების საკუთარი შემოსავლით გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების" ფორუმის დასასრულს, სამი ყველაზე აქტიური ამხანაგობის თავმჯდომარე დაჯილდოვდა.
გალერეა