ჩვენს შესახებ
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები და მიმართულებები
რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზნები და მიმართულებებია:
- check_circle მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება/მოდერნიზაცია/ტრანსფორმაცია;
- check_circle სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის, რეფორმების ფარგლებში დაგროვებული პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება;
- check_circle მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომელთა, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში დასაქმებულებისა და დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი სასწავლო კურსების, ტრენინგების, ვებინარების და ღონისძიებების ორგანიზება/განხორციელება.
- check_circle მერიის სამსახურებიდან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისგან მუნიციპალური სერვისების მომხმარებელთა ჩართულობით არსებული მუნიციპალური სერვისების თაობაზე, ასევე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, შესწავლა, მონიტორინგი და ანალიზი, მათი დახვეწის/სრულყოფის, გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ქალაქის მერისთვის წარდგენა;
- check_circle არსებული მუნიციპალური სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევისა და უკუკავშირის საფუძველზე მათი ინოვაციური ტრანსფორმაციის, ასევე მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ახალი სერვისების შექმნის მიზნით პროექტების შემუშავება, შესაბამისი მუნიციპალური რეფორმების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და ანალიზი;
- check_circle საუკეთესო ადგილობრივი და უცხოური გამოცდილების და პრაქტიკის გენერირების, მათი როგორც მუნიციპალიტეტში, ისე მის ფარგლებს გარეთ გავრცელების, გაცვლის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის გაზიარების მიზნით;